გავეთილის გეგმა

            გაკვეთილის  გეგმა
მასწავლებელი:  რუსუდან  გაგუა
საგანი:  ქართული  ენა და  ლიტერატურა
გაკვეთილის  სათაური:  „შვლის  ნუკრის ნაამბობი“
კლასი:   VI
სასწავლო მიზნები:  თემის  შესწავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ   შვლის ნუკრის ნაამბობის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრებას.შვლის ნუკრის ნაამბობის შესახებ ახალი ინფორმაციის მოძიებას და მის  დაკავშირებას საკითხავ ტექსტთან.
 კავშირი   ესგ_სთან: 
ქართ.VI.3 . მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემულ სხვადასხვა   ხასიათის საბავშვო და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს.
ქართ. VI. 7. მოსწავლეს   შეუძლია  სხვადასხვა  სახის  მხატვრული და არამხატვრული  ტექსტების  წაკითხვა  და  გაგება-გაანალიზება.
გამჭოლი  კომპეტენცია:  წიგნიერება, მედიაწიგნიერება,მედიაწიგნიერების მიზნები: მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი.მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.
აქტივობა  1.  მოსწავლეთა   სუბიექტური გამოცდილრბის  გააქტიურება,მასწავლებელი ეკითხება  მოსწავლეებს: ვინ გვიყვება ვაჟა ფშაველას  მოთხრობაში  თავის ამბავს? როგორი დამოკიდებულება  აქვს ნიკრს ტყის მიმართ?რას გვიყვება ნუკრი ტყის ბინადართა შესახებ?
         დრო    3 წთ.
აქტივობა  2. ტექსტის კითხვა,მოსწავლეები ჩუმად კითხულობენ ტექსტს.ტექსტის წაკითხვის შემდეგ  ისინი იხსენებენ გამოთქმულ  ვარაუდებს   მოთხრობასთან  დაკავშირებით  და ადარებენ.დაემთხვა თუ არა რომელიმეს  ვარაუდი ტექსტში მოცემულ  ინფორმაციას.                                  დრო  5  წთ.
აქტივობა 3 .  კითხვები ტექსტის შინაარსის გაგების  დასადგენად.  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს შეკითხვებს (შეიძლება  ზეპირიც):
1.რა თვისება  ქონია ჩხიკვს?
2. როგორ იტყუებს მსხვერპლს?
3. რა მსგავსებაა დედა-შვილსა და შველსა და  ნუკრს შორის?
4.რამ  განაწყო  ნუკრი ადამიანების მიმართ ნდობით?
აქტივობა  4. დოკუმენტური ფილმი „ შვლის ნუკრის ნაამბობზე.“   ვეკითხები   მოსწავლეებს : რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ  დავადგინოთ ტექსტში მოცემული ინფორმაციის მართებულობა? (იქნებ ინტერნეტში მოძიება) თუ როგორ მოიძიონ  ინტერნეტით ინფორმაცია    ვურჩევ   ძიების გზას,ვხსნი    youtube.com-ს და ვუჩვენებ ფილმს   „შვლის ნუკრის ნაამბობის“  შესახებ.
       დრი  12  წთ.
აქტივობა 5. წაკითხულისა  და  ფილმის  შესახებ ( მუშაობა  ჯგუფებში)
შეკითხვა

 ტექსტი სახელმძღვანელოში
ფილმი

რა  გავიგეთ?






რა მიზანს ისახავს?




 ვისთვისაა  ეს ინფორმაცია განკუთვნილი





რამდენად სანდოა ინფორმაცია?


როგორ მოგვეწოდება ინფორმაცია?









   დრო   15  წთ.
ერთი ჯგუფი  აკეთებს  პრეზენტაციას.სხვები  ყურადღებით  უსმენენ  და  იმ      შემთხვევაში ერთვებიან,თუ  სხვაგვარი პასუხი აქვთ  ან  პრეზენტატორს რამე გამორჩა.
 დრო   5  წთ.
შეფასება:    შეფასდება  

·       წაკითხული  ტექსტის გაგება  ( კითხვებზე პასუხი)
·        ტექსტისა  და მედიაინფორმაციის შედარება (ცხრილის  შევსებით):
თნამშრომლობა ( ჯგუფების მუშაობაზე)
  დრო  3  წთ.

 საშინაო   დავალება  ---------------------------- 

Комментариев нет:

Отправить комментарий